DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

DataFest Tbilisi, მო­ნა­ცემ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი, 17-19 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, Rooms Hotel-სა და ონ­ლა­ინ, Zoom-ში გა­ი­მარ­თე­ბა.

DataFest Tbilisi ყო­ველ­წლი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა და წელს უკვე მე­ექ­ვსედ ტარ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თე­მის გარ­შე­მო ასო­ბით სტუ­მა­რი და 40-ზე მეტი სპი­კე­რი შე­იკ­რი­ბე­ბა.

მო­ნა­ცემ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვორკშო­პებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სპი­კე­რე­ბის გა­მოს­ვლებს, დის­კუ­სი­ებ­სა და და­ტა­თო­ნებს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და­ეს­წრე­ბით:

მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ტი­კა

ვორკშო­პე­ბი, და­ტა­ტო­ნი და დის­კუ­სია მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ტი­კის უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი­სა და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

მო­ნა­ცემ­თა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა

ვორკშო­პე­ბი, ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და და­ტა­თო­ნი მო­ნა­ცემ­თა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, სთო­რი­თე­ლინ­გი­სა და მო­ნა­ცემ­თა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის გარ­შე­მო.

მო­ნა­ცემ­თა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია

პრაქ­ტი­კუ­ლი ვორკშო­პე­ბი, ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი, და­ტა­თო­ნი და მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა ინ­დუსტრი­ის წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი და ღია მმარ­თვე­ლო­ბა

ვორკშო­პე­ბი, და­ტა­თო­ნი და პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი

ვორკშო­პე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­დუსტრი­ის უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

DataFest Tbilisi 2022-ის ხუ­თი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია მი­სინ­ფორ­მა­ცი­ის თემა. სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და ვორკშო­პე­ბი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით შექ­მნილ კამ­პა­ნი­ებ­ზე, მე­თო­დებ­სა და მათ­თან ბრძო­ლის ტექ­ნი­კებ­ზე მო­გი­თხრობთ.

DataFest Tbilisi უმას­პინ­ძლებს The Glass Room Misinformation გა­მო­ფე­ნა­საც. Tactical Tech-ის მიერ შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, აუ­დი­ტო­რი­ას აჩ­ვე­ნოს, რო­გორ ცვლის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია და ინ­ტერ­ნე­ტი მოვ­ლე­ნე­ბის აღ­ქმა­სა და მათ­ზე რე­აქ­ცი­ას.

სტარ­ტა­პე­ბის ექ­სპოს თემა ანტრეპ­რე­ნე­რე­ბი­სა და სტარ­ტა­პე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის იქ­მნე­ბა, აერ­თი­ა­ნებს პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ებ­სა და სა­უბ­რებს სტარ­ტა­პის შექ­მნი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

DataFest Tbilisi მო­ნა­ცემ­თა ყვე­ლა­ზე დიდი ფეს­ტი­ვა­ლია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა 3 დღეს გრძელ­დე­ბა და იწ­ვევს ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ნა­ცე­მებს, მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბას, თუ ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ქმნის დი­ნა­მი­კურ და მე­გობ­რულ გა­რე­მოს ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის, ნეთ­ვორ­ქინ­გის, ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის.

DataFest Tbilisi აერ­თი­ა­ნებს ტოპ და შუა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რებს, მარ­კე­ტე­რებს, ფი­ნან­სის­ტებს, დე­ვე­ლო­პე­რებს, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ტი­კო­სებს, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ჟინ­რებს, დი­ზა­ი­ნე­რებს, სტარ­ტა­პე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტებს.

DataFest Tbilisi-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ForSet - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს, დი­ზა­ი­ნის სტუ­დი­ი­სა და დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის უნი­კა­ლუ­რი ჰიბ­რი­დი, რომ­ლის მი­ზა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდა მო­ნა­ცე­მე­ბის, დი­ზა­ი­ნი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი: Bank of Georgia, Grant Thornton, Georgia's Innovation & Technology Agency, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია

პარტნი­ო­რე­ბი: AskGov.ge, Tactical Tech, National Endowment for Democracy, Alliance of Democracies, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, Open Government Partnership

მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: Zinc Network, Adjara Group, D Block, CRISP Berlin, Terminal

Community პარტნი­ო­რე­ბი: Tbilisi School of Communication, WiFisher

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ფეს­ტი­ვა­ლის ვებგ­ვერდს: www.datafest.ge.