Amazon შტატების შემცირებას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს

ამერიკული ონლაინ-რითეილერი Amazon.com Inc აპირებს შეამციროს 10 ათასამდე თანამშრომელი და როგორც ცნობილი ხდება გათავისუფლებები ამ კვირიდან დაიწყება, ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ეს პროცესი გახდება კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შემცირებების პროცესი.

გამოცემის წყაროების ცნობით, შემცირებებში პირველ რგიში მოყვებიან განყოფილებები რომლებიც მოწყობილობბზე მუშაობენ, მათ შორის ხმოვან ასისტენტზე Alexa, ასევე საცალო მიმართულებების თანამშრომლებს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, Alexa-ს პროექტზე 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, მაშინ როცა ტექნოლოგიების განყოფილება ბოლო რამდენიმე წელია კომპანიისთვის წამგებიანია და წლიურად 5 მლრდ დოლარის ზარალზე მუშაობს.

„მაშინ როცა ნოემბერი ტრადიციულად ვაჭრობის საუკეთესო თვეა კომპანიის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა დემონსტრირებს თუ რამდენად გაუარესებულია მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია,“ - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ სულ Amazon-ში დასაქმებულია 1,5 მლნ ადამიანი.

კოკა კვირკველია