"შუახევიჰესის" პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი ხვალ გაიმართება

,,შუახევიჰესის" პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი ხვალ გაიმართება.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ, 20:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართება. სამინისტროს ცნობით, "შუახევიჰესის" პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია, ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.

უწყების ცნობით, ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის "TATA POWER"-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, "ქლინ ენერჯი ინვესტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბარდ მიკელსენი, ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანზეგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი (ენერგეტიკისა და ენერგო გამოყენების ჯგუფი) ნანდიტა პარშადი, IFC-ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის რეგიონული ხელმძღვანელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვებკე შლომერი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) გენერალური დირექტორის მოადგილე (კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტი) მაიკლ ბაროუ დაესწრებიან.