მარმელადი Holy Ears ტაისონის მიერ ჰოლიფილდისთვის მოკბეჩილი ყურის დიზაინით გამოვა

მოკრივეები, მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი ერთობლივად აწარმოებენ მარმელადს, რომელსაც ამ ორი მოკრივის ცნობილი ბრძოლის დროს ტაისონის მიერ ჰოლიფილდისთვის მოჭმული ყურის ფორმა ექნება. ინფორმაციას MarketWatch ავრცელებს.

მარმელადს კომპანია Carma Holdings გამოუშვებს და ის Holy Ears-ის ბრენდის ქვეშ Verano-ს მაღაზიათა ქსელში არიზონაში, ილინოისში, ნევადასა და ნიუ ჯერსიში გაიყიდება.

ტაისონისა და ჰოლიფილდის განმეორებითი მატჩი 1997 წელს გაიმართა. მესამე რაუნდში ტაისონმა მოწინააღმდეგეს ყურის მცირე ნაწილი მოაკბიჩა, რის შემდეგაც ის დისკვალიფიცირებულ იქნა და 3 მლნ დოლარით დაჯარიმდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ