რუსეთიდან ფულადი გზავნილები 726%-ით გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო

2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილები წინა წელთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან სულ 299 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტია. მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც $36 მილიონი გადმორიცხეს, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ოქტომბერში 30 მილიონი გადმორიცხეს.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა შემდეგია:

  • რუსეთის ფედერაცია - $299.28 მლნ / ზრდა 726%;
  • იტალია - $35.72 მლნ / ზრდა 8%;
  • აშშ - $29.98 მლნ / ზრდა 26%;
  • საბერძნეთი - $19.13 მლნ / კლება 0.27%;
  • ისრაელი - $16.43 მლნ / ზრდა 8%;
  • ყირგიზეთი - $16.21 მლნ / ზრდა 164%;
  • გერმანია - $15.44 მლნ / ზრდა 42%;
  • თურქეთი - $8.90 მლნ / ზრდა 4%;
  • ყაზახეთი - $8.32 მლნ / ზრდა 13%;
  • სომხეთი - $4.97 მლნ / ზრდა 346%.

მთლიანობაში, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში გზავნილების სახით 3.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, აქედან 1.4 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე, 352 მილიონი იტალიაზე, 263 მილიონი კი აშშ-ზე მოდის.

თამარ მუკბანიანი