სოფელ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 899.97 ლარია, გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 875 მეტრია, დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა. ნალექის დროს გზაზე გადადგილება უჭირდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. გარდა ამისა, მოეწყობა 1 010 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხიც.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.