“ულტრა მდიდრებისთვის სამოგზაუროდ მისაღები ადგილებია: თბილისი, ისპაანი და სეიდისფიორდური “ - რას წერს პოპულარული გამოცემა

მსოფლისო გარშემო მოგზაურობა არასოდეს ასეთი მარტივი არ ყოფილა. დღეს ტურიზმის სფერო ყველა ფინანსურ შესაძლებლობებზე არის გათვლილი. ხელმისაწვდომი ფრენებით დაწყებული, AirBnB-ზე განთავსებული გასაქირავებელი უძრავი ქონებით დამთავრებული, არჩევანი თითქმის უსასრულოა.

ცნობილია, რომ საშუალო ფენა არდადეგების გატარებას ევროპის ქვეყნებში ამჯობინებს. მაგრამ საინტერესოა, სად და როგორ ისვენებენ ულტრა მდიდრები?

Therichest მათ შესახებ საინტერესო სტატიას წერს.

ძირითადად მილიონერებს და მილიარდერებს სურთ ისეთი გამოცდილების მიღება, რომელიც მათთვის უნიკალური იქნება. ტურის დაგეგმვისთვის, სადაც ყველა მათი მოთხოვნა და ნიუანსი იქნება განსაზღვრული, სპეციალური ადამიანია გამოყოფილი, რომელთა ანაზღაურება საშუალოდ 50,000-დან 100,000-მდე დოლარამდე მერყეობს. იგი გიდის ფუნქციასაც ითავსებს, მათთან ერთად მოგზაურობს და ადგილზევე უზრუნველყოფს ყველა სახის კომფორტისა თუ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ მოესურვებათ.

მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობისა და დასვენების დროს რაც შეიძლება ნაკლებ უცხო პირს ჰქონდეს მათთან კონტაქტი.

კლუბის მილიარდერი წევრები

მცდარია, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხშირად მდიდრები სამოგზაუროდ მარტო დადიან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ისინი შეიძლება კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ, მსოფლიოს ფინანსურად გამორჩეულ ადამიანებს მაინც ერთად მოგზაურობა და დასვენება უყვართ. ბევრი რეგისტრირდება ექსკლუზიურ კერძო კლუბებში, სადაც არის VIP კაზინო კლუბი.

ტურები იგეგმება ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაიამი, ისლანდია და ბაჰამის კუნძულები.

გრძელი მოგზაურობები სახლიდან მოშორებით

სიმდიდრის გარდა, დრო კიდევ ერთი ფუფუნებაა, რომლითაც მდიდრები სარგებლობენ. მაგალითად: ბუდაპეშტში ხუთდღიანი მოგზაურობა მათ არ მისცემს იმ სარგებელს, რაც ესაჭიროებათ. ისინი ხშირად რჩებიან სხვადასხვა ქვეყნებში 6 თვით ან მეტი ვადით. დასვენების გარდა, ამას სხვა დატვირთვაც აქვს - ულტრა მდიდრები, ამ დროის განმავლობაში, მათი ბიზნესისთვის საინტერესო კონტაქტებს ამყარებენ და არაფორმალურ თანამშრომლობასაც ეყრება საფუძველი, რაც შემდეგ საქმიან კონტაქტშიც გადადის.

პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი ან ვენეცია არ არის ის ტურისტული ადგილები, სადაც მდიდრები ისვენებენ. როგორც წესი, მათ სურთ თავი აარიდონ ხალხმრავლობას. მდიდრებს აქვთ მიდრეკილება დარჩნენ ისეთ ადგილებში, სადაც ცოტა დამსვენებელია. ქალაქებში და ქვეყნებში, რომლის შესახებ ცოტა ტურისტს თუ სმენია. თუ ცნობისმოყვარეობამ გძლიათ, გეტყვით რომ ულტრა მდიდრებისთვის ამჟამინდელი ცხელი ადგილებია: ქალაქი ისპაანი ირანში, პერუს დედაქალაქი - ლიმა, საქართველოს დედაქალაქი -თბილისი და სეიდისფიორდური ისლანდიაში.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი