Audi-ს  ლოგო  განახლდა

კომპანიამ Audi-მ მისი სახელგანთქმული ლოგო განაახლა. თუ აქამდე საფირმო ოთხი რგოლი იყო სამგანზომილებიანი, ახლა ის გახდა ორგანზომილებიანი და მეტად მარტივი.

გარდა ამისა, ემბლემისთვის პირველად ხელმისაწვდომია ოფციური გაფორმება. თუ საბაზისო შესრულებაში რგოლები შავი და თეთრია, თანხის დამატების შემთხვევაში მას შეგიღებავენ მუქ-რუხ ფერად.

გარდა ემბლემის დიზაინის ცვლილებისა, კომპანია აპირებს საყრდენებზე დაიტანოს სახელი, ეს იქნება ან მოდელის სახელი ან მისი მოდიფიკაციის. ორივე შემთხვევაში ისინი დაიწერება საფირმო შრიფტით Audi Type.

პირველი მოდელები, რომლებიც ამ ლოგოს მოირგებენ იქნებიან - ელექტროქროსოვერები Q8 e-tron, Q8 Sportback e-tron, ასევე SQ8 e-tron.

კოკა კვირკველია