სუსტი დოლარის ფონზე ოქრო ძვირდება

ოქროს ფასი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა საკმარისი იყო მას სამთვიანი მაქსიმუმისთვის მიეღწია.

დეკემბრის ფიუჩერსებზე ნიუ-იორკის NYMEX ბირჯაზე თბილისის დროით 18:00 საათისთვის ოქროს ფასმა 0,2%-იანი ზრდა დააფიქსირა და ერთ უნციაზე 1 789,4 დოლარი შეადგინა, ეს კი რეკორდული ციფრია 16 აგვისტოდან მოყოლებული.

რაც შეეხება ვერცხლს, ის 0,7%-ით გაძვირდა და 21,97 დოლარი შეადგინა. პალადიუმის ფასმა უნციაზე 3,2%-ით მოიმატა 2 104 დოლარამდე, პლატინის ფასი კი 1,1%-ით გაიზარდა 1 044 დოლარამდე.

ოქროზე ფასის ზრდის ძირითადი დრაივერი გახდა დოლარის შესუსტება. ინდექსი ICE U.S. Dollar, რომელიც დოლარის კურსს მსოფლიოს 6 ძირითად ვალუტასთან მიმართებაში აკვირდება 0,8%-იან გაუფასურებას ადგენს. მასზე მოქმედებს ასევე ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლების ნაკლებობა.

კოკა კვირკველია