უორენ ბაფეტმა მიკროჩიპების კომპანია TSMC-ის წილი 5 მლრდ დოლარად შეიძინა

ამერიკელი ბიზნესმენის უორენ ბაფეტის კომპანიამ Berkshire Hathaway შეიძინა მიკროსქემების მწარმოებელი მსოფლიოში წამყვანი ტაივანური კომპანია TSMC-ის აქციების წილი. შენაძენის ღირებულებამ 5 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

მისი მონაცემებით, Berkshire Hathaway-მ სამ თვეში TSMC-ის 60 მლნ დეპოზიტარული აქცია შეიძინა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბაფეტი დიდი ხანი თავს არიდებდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიას და ამბობდა რომ არ სურდა ინვესტირება ბიზნესში, რომელიც არ ესმოდა. თუმცა ბოლო წლებში მისი პოზიცია შეიცვალა და ის სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებში.

ტაივანი მსოფლიოში ლიდერია მიკროსქემების წარმოების კუთხით, ხოლო იქ ბაზირებული TSMC ამ ინდუსტრიაში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 50%-ს აღემატება.

კოკა კვირკველია