გორში სკვერებისა და გაზონების გამწვანება მიმდინარეობს

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მდინარე მეჯუდას სანაპიროსთან გამწვანების აქცია გაიმართა. სკვერში დეკორატიული მარადმწვანე მცენარეები დაირგო.

გამწვანების აქცია საზოგადოებრივი მოძრაობა „სადაგის“ ინიციატივით მოეწყო და მასში „ახალგაზრდული ცენტრი ახალი თაობის“ წევრები და მოხალისეებიც ჩაერთნენ. სანაპიროზე დაირგო 80 ძირი ხამეციპარისი და ნაძვი, რომელიც ორგანიზატორებს „გრატოს სათბურებმა“ საჩუქრად გადასცა.

გამწვანების აქცია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.