„ჯივიპი“ გლდანის რაიონში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 4 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

„ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელ გლდანში 26 მაისის, გორგასლის, ჩოლოყაშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩების 600-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება წყალმომარაგება.

26 მაისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება „ჯივიპის“ 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.

სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 1,2 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.