ჯანდაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში 300 ათასი ლარის დაზოგვას გეგმავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში 300 000 ლარის ფარგლებში დანაზოგს გააკეთებს, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ე.წ. ქამრების შემოჭერის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი 2,7 მილიარდია, მისი აბსოლუტური უმრავლესობა არის სოციალური და ჯანდაცვითი პროექტი.  "აქედან ადმინისტრაციული ხარჯი არის სულ 7 მილიონი. ჩვენ ამ ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით, პირველ ეტაპზე საწვავის ლიმიტით დავზოგავთ სადღაც 70 000 ლარამდე. ჯამურად, წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ, სხვა დაზოგვებთან ერთად, ეს იქნება 300 000 ლარის ფარგლებში", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ხარჯის შემცირება ხელფასებს არ შეეხება.