საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო ცენტრების მოწყობას საქართველოში შემომსვლელი უკრაინელებისათვის. ცენტრებში ხდება უკრაინელების ინფორმირება სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში პირველი მოხმარების ჰიგიენურ ნივთების გადაცემა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცეების მოწყობას და მათზე ზრუნვას.