რუსი მოგზაურების მიერ დახარჯული თანხა 526%-ით გაიზარდა  -  ვინ რამდენი დახარჯა ოქტომბერში საქართველოში

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 337 მლნ 300 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური ზრდა 137%-ია.

ზრდის დიდი წილი, კვლავ რუსეთზე მოდის. სებ-ის თანახმად, ოქტომბერში მხოლოდ რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114 .5 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მონაცემები 526%-ითაა გაზრდილი.

ოქტომბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

  • რუსეთი - $114.5 მლნ;
  • ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $33.7 მლნ;
  • თურქეთი - $33.6 მლნ;
  • უკრაინა - $29.3 მლნ;
  • ისრაელი - $27.7 მლნ;
  • სომხეთი - $13.5 მლნ;
  • ბელარუსი - $12.3 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $9.4 მლნ;
  • ირანი - $6.7 მლნ;
  • საუდის არაბეთი -$5.2 მლნ.
თამარ მუკბანიანი