1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7396 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7396 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7396 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8563 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8432 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.