ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს პირველად გადააჭარბა და რეკორდული - 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2 854 529 093 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 100.2% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 183.2%-ით ანუ 1 846 592 397 აშშ დოლარით.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337 345 577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 195 063 713 აშშ დოლარით ანუ 137.1%-ით.

whatsapp-image-2022-11-17-at-1041-1668670057.52.jpeg

თაია არდოტელი