მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს ინტენსიური მუშაობისკენ ან გათავისუფლებისკენ მოუწოდა

კომპანია Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა თანამშრომლებს ამცნო, რომ მათ მოუწევთ ინტენსიური მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლება, ამის შესახებ The Washington Post-ი თანამშრომლებისადმი დაგზავნილ წერილზე დაყრნდობით წერს.

ელექტრონულ წერილში მასკი თანამშრომლებს ეუბნება, რომ ახალი Twitter-ი უნდა გახდეს ჰარდკორული, რაც ნიშნავს საათობით ინტენსიურ მუშაობას.

თანამშრომლებს მოუწევთ ვალდებულების ანკეტის ონლაინ შევსება, რათა დარჩნენ კომპანიაში და ახალი პირობების თანახმად იმუშაონ. ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი დღეიდან გახდება და მას ვინც დოკუმენტს ხელს არ მოაწერს მასკი 3 თვის ხელფასს გადაუხდის და გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა უკვე სერიოზულად შეამცირა კომპანიის შტატი და როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულმა ზომამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი თანამშრომლის გათავისუფლება გამოიწვიოს.

კოკა კვირკველია