მთავრობა მომავალ კვირაში 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გადახედავს - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში უსმენენ.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მთავრობა მომავალ კვირაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს გადახედავს.

"რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველო ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას. მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე 2023 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 8.5%-ზე მშპ კი, 6 500 დოლარს გადააჭარბებს. მიმდინარე პროცესების ფონზე, ჩვენ გადავხედავთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს" - განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობის სრულყოფისა და გამჭვირვალობის ზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტთან ერთად, კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებებით: ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებში აისახება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების ფისკალური ოპერაციები; ბიუჯეტთან ერთად სავალდებულო ხდება საგადასახადო დანახარჯებზე ინფორმაციის წარმოდგენა; სავალდებულო ხდება მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეფასება და შედეგების პარლამენტისთვის წარდგენა ბიუჯეტთან ერთად.

"წლის ბოლომდე, დამტკიცდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ახალი 2023-2026 წლების სტრატეგიას, სადაც წლების მიხედვით გაიწერება ყველა ის რეფორმა, რომელთა განხორციელება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ისედაც საკმაოდ კარგ შედეგებს. ამ მიმართულებით სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ჩვენი რეფორმები, როგორც საჯარო ფინანსების, ასევე, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

თამარ მუკბანიანი