ვინ გახდება Tesla-ს ახალი გენერალური დირექტორი?

ბიზნესმენი ილონ მასკი ჩამოყალიბდა არჩევანში თუ ვინ დაიკავებს კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრზე ჯეიმს მერდოკზე დაყრდნობით.

მერდოკის თქმით, მასკმა „მემკვიდრე“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, თუმცა მის ვინაობას ჯერ კომპანიაშიც არ ამხელს.

როგორც ცნობილია, ილონ მასკმა 6 ნოემბერს ტვიტერში მის ხელმომწერებს კითხა - უნდა გაყიდოს თუ არა კომპანიაში მისი კუთვნილი აქციების 10%.

ცნობისთვის, კომპანია Tesla ილონ მასკმა 2003 წელს დააფუძნა. მისი სათაო ოფისი ოსტინში მდებარეობს. თავიდან კომპანია სპეციალიზირებული იყო მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე, თუმცა მოგვიანებით მზის ელემენტების გამოცემაც დაიწყო.

კოკა კვირკველია