"2022 წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 %-იან აღდგენას ნიშნავს"

საქართველომ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი ქვეყნების წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებასა და შემოსავლების აღდგენის დინამიკაში, როგორიცაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ყურის ქვეყნები, ისრაელი და სხვა.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 126 %-ით გადააჭარბა. შედეგად, 2022 წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 %-იან აღდგენას ნიშნავს. ეს არის იმ წარმატებული მარკეტინგული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენ სამიზნე ქვეყნებთან ვაწარმოებთ“, - აღნიშნავს ქვრივიშვილი.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.