რამდენად რეალისტურია „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ შესრულება - ეკონომისტის შეფასება

მთავრობამ „ხედვა 2030 -საქართველოს განვითარების სტრატეგია“ დაამტკიცა.

რამდენად რეალისტურია გეგმაში გაწერილი პუნქტების შესრულება და რაც უნდა ველოდოთ 2030 წლისთვის რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია საუბრობს.

"დოკუმენტის მომზადება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ეს არ წყვეტს, რომ 2030 წელს, ნამდვილად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ამის შემდეგ, უნდა მოხდეს სამოქმედო გეგმების გაწერა სამინისტროებისთვის. ამას სჭირდება შემდეგ სამიზნე აუდიტორიასთან კონსულტაციები. თითოეული სამინისტროს ჭრილში სამინისტროები ალბათ/უნდა მუშაობდნენ თავის სამიზნე აუდიტორიასთან და პარალელურად უნდა დაიწყოს ფართო განხილვები. ეს ცოცხალი დოკუმენტია და არა დოქტრინა, რომელიც ვერ შეიცვლება. შესაძლებელი ნამდვილად არის გაწერილი გეგმის შესრულება, თუმცა მოითხოვს ხარჯებსა და ძალისხმევას. სწორედ ამ საკითხების განხილვა უნდა მოხდეს, რა რესურსით და რა ხარჯებით მოხდება იგივე სიღარიბის დაძლევა. რა თქმა უნდა ბიზნესთან თანამშრომლობით უნდა იყოს სიღარიბე დაძლეული. სახელმწიფო თუ იტყვის, რომ სიღარიბიდან ამოჰყავს ადამიანი და ის დოტაციაზეა, ამას რეალობასთან კავშირი ვერ ექნება" - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ინფორმაციისთვის, სტრატეგიის მიხედვით აბსოლუტური სიღარიბის დონე ქვეყანაში 2030 წელს 10.7%-მდე შემცირდება.დოკუმენტის თანახმად, საბაზისო 2021 წელს მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის მდგრადობის დონე 49.4%-იყო, საქართველოს განვითარების სტრატეგიის თანახმად, კი 2025 წელს მაჩვენებელი 42.5%, ხოლო 2030 წელს - 35%-ს უნდა გაუტოლდეს.

პოლიციელთა შრომის საშუალო ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება და 2 060 ლარი გახდება 2030 წელს.

თამარ მუკბანიანი