გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე) 421,67 მეტრია. ამ ეტაპზე იგება ასფალტის მეორე ფენა.

მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 543 995,54 ლარია.

„უკვე დასრულდა ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. მოწესრიგდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელებიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.