სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანიდან ექსპორტი დაეხმარება ევროპის ქვეყნებს უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე

აშშ-ის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ექსპორტი ევროპის ქვეყნებს დაეხმარება შეამცირონ რუსულ მიწოდებაზე დამოკიდებულება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა ამერიკის კონგრესში საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ ენერგომატარებლების დივერსიფიცირებას. ვხედავთ, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ზედმეტად იყო დამოკიდებული რუსეთზე, ეძებს მიწოდების ახალ წყაროებს. ამ კონტექსტში აზერბაიჯანს აქვს მნიშვნელოვანი როლი. მე ვფიქრობ, რომ ის განაგრძობს ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. ჩვენ ვნახეთ აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდა იმის პარალელურად როგორ ამბობს ევროპა უარს რუსულ მიწოდებაზე,“ - განაცხადა დონფრიდმა.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს რომ ისინი ამის გამო თვალს დახუჭავენ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ფაქტებზე.

კოკა კვირკველია