იაპონიაში ინფლაციამ 40 წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 3,6% შეადგინა

იაპონიაში ოქტომბრის თვეში საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელმა 3,6% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის 1982 წლის შემდეგ. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა იაპონიის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს.

საკვანძო მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ქვეყანაში ფასების ცვლილებას მოიცავს საწვავის ფასებს, თუმცა არ მოიცავს მალფუჭებად საკვებ პროდუქტს, ვინაიდან ისინი ძლიერ რყევებს ვერ უძლებენ.

იაპონიისთვის რეკორდული ინფლაციური მაჩვენებელი ქვეყანაში ფიქსირდება მსოფლიოში ენერგომატარებლებზე და სურსათზე ფასის ზრდის და ასევე იენის გაუფასურების ფონზე. იაპონიაში ფასების ზრდის დაჩქარება აპრილიდან მოყოლებული ფიქსირდება. სწორედ აპრილში გადააჭარბა მან 2%-იან ნიშნულს და შეადგინა 2,1%, იგივე მოხდა მაისშიც, ივნისში - 2,2% იყო, ივლისში - 2,4%, აგვისტოში - 2,8%; ხოლო სექტემბერში - 3%.

კოკა კვირკველია