ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს - მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობებია

ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს", -აღნიშნულია წერილში.