The Economist - ჩინეთის ქონების ინდუსტრიის გადარჩენა მხოლოდ აღორძინებულ ეკონომიკას შეუძლია

ჩინელი ეკონომისტები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემებზე უკვე ღიად საუბრობენ. პრობლემის მოგვარება ჩინეთის ხელისუფლებამ „აგრესიული მეთოდებით“ გადაწყვიტა - უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ფინანსების ნაკადი მკვეთრად მას შემდეგ შენელდა, რაც 2020 წელს მთავრობამ მათ სესხებზე ლიმიტი დააწესა. გადაწყვეტილების შედეგად შემცირდა ბინების მშენებლობის ტემპი და ამ შეფერხებებმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო უძრავი ქონების გაყიდვების მკვეთრ შენელებას.

11 ნოემბერს, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და საბანკო მარეგულირებელმა გამოაქვეყნეს გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად: მათ დადეს პირობა, რომ წაახალისებდნენ კომერციულ ბანკებს, რომლებიც თავის მხრივ დაეხმარებოდნენ მყიდველს შეჩერებული სახლის მშენებლობის პროექტების დაფინანსებაში, სახელმწიფოს მიერ მართულ „პოლიტიკის ბანკებთან“ ერთად. მათივე თქმით, ისინი დროებით შეაჩერებენ ბანკების უძრავ ქონებაზე ზემოქმედების ლიმიტს და მოუწოდებენ მათ გააგრძელონ სესხების ვადა, რომლებიც ვადაგადაცილებული იქნებოდა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

aa14an5m-1668770287.png

უცნობია, იქნება თუ არა ეს საკმარისი დეველოპერების პრობლემების გადასაჭრელად.

მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში, ჩინეთის უძრავი ქონების ფირმებმა გასულ წელზე მეოთხედით ნაკლები ოდენობის ფართი გაყიდეს. ამ მაჩვენებლის გაზრდა სასწაულებს მოახდენს ამ ფირმების ბალანსზე და მათი კრედიტორების დაფარვის შანსებზე. მაგრამ გაყიდვების აღორძინების ნებისმიერი მცდელობა აჩენს რთულ კითხვებს პოლიტიკოსებისთვის - თუ გაყიდვებს ტემპი ძალიან ნელია, რა ტემპი იქნება ძალიან სწრაფი?

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ამტკიცებს, რომ საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად არის და არა სპეკულაციებისთვის. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ჩინეთის ქალაქებში სახლის მშენებლობა არ უნდა აღემატებოდეს „ფუნდამენტურ“ მოთხოვნას, რაც დამოკიდებულია ჩინეთის ურბანული მოსახლეობის ზრდაზე და მის სურვილზე საცხოვრებელი ფართის მიმართ.

im-664673-1668770307.png

მაგრამ ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარი ზოგჯერ სხვა მიზნებსაც ემსახურება - 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, ჩინეთმა სტიმული მისცა მშენებლებს, რათა დაესაქმებინა დათხოვნილი მუშები და ამ გზით გადაერჩინა ეკონომიკა. შედეგად, 2011- 2015 წლებში ჩინეთმა ააშენა დაახლოებით 18%-ით მეტი ბინა, ვიდრე საჭირო იყო ფუნდამენტური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,

ქალაქებში საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა მომდევნო წლებში უფრო ნელა გაიზრდება. ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ძველი შენობის ჩამონგრევის შემდეგ, ჩინეთის ბულდოზერებს სამიზნეები ამოეწურათ.

თუმცა, რეალური სურათი არც ისე პესიმისტურად გამოიყურება. წლევანდელი კოლაფსი იმდენად ღრმა იყო, რომ დეველოპერები ახლა ბევრად ჩამორჩებიან ჩინეთის ინდექსის აკადემიის მიერ დადგენილ გრაფიკს.

2023 წლის მოდელით გათვალისწინებული გაყიდვების დონე გაცილებით დაბალია გასული წლის პიკზე, მაგრამ ასევე 16%-ით აღემატება გაყიდვების წლევანდელ ტემპს.

a7ocdx62xzkfdct32pkho652jq-1668770327.jpg

თეორიულად, ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარს აქვს ადგილი ციკლური აღმავლობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ სცადონ გაყიდვების აღორძინება სპეკულაციური მოთხოვნის გაღვივების გარეშე.

არავინ იცის, როგორ ან როდის დაასრულებს ჩინეთი თავის „ნულოვან კოვიდ პოლიტიკას“. სანამ ეკონომიკური ზრდა სახიფათო იქნება, შინამეურნეობები უფრთხილდებიან იმ ხარჯებს, რომლებიც საჭიროა სახლის შესაძენად.

წარსულში ჩინეთის ეკონომიკა ქონების აღორძინებამ გადაარჩინა. ახლა კი, მხოლოდ აღორძინებულ ეკონომიკას შეუძლია ჩინეთის ქონების ინდუსტრიის გადარჩენა.

ეკა დარჩიაშვილი