McLaren, Rolls-Royce, Ferrari და სხვა უნიკალური ავტომობილები - როგორ გამოიყურება ბრუნეის უმდიდრესი სულთნის კოლექცია

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰ იბნი ომარ ალი საიფუდიენ III 30 მილიარდ დოლარს ფლობს. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია დედამიწაზე და შესაბამის ფუფუნებაშიც ცხოვრობს.

სულთანი ცნობილია, როგორც განსაკუთრებული გემოვნების მქონე ადამიანი. მედია მისი ცხოვრების წესზე ხშირად წერს. სილამაზის სალონებში დახარჯული ათასობით დოლარისა და მილიონობით დოლარის ღირებულების სასახლეების გარდა, ბოლკია უძვირფასესი ავტომობილების კოლექციას ფლობეს.

მის კოლექციაში ყველაზე გამორჩეული ბრენდებია McLaren, Rolls-Royce, Ferrari და Bentley.

მოდით, გადავხედოთ ბრუნეის სულთნის მილიარდების ღირებულების, გიჟურ კოლექციას.

awtgfwete3w-1668773128.jpg

BMW Nazca M12

BMW Nazca M12 1991 წელს ჟენევის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილი, 90-იანი წლების დავიწყებული კლასიკაა.

Aston Martin Vantage "სპეციალური სერია"

Aston Martin Vantage ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა, რომელიც ბრენდის ისტორიაში შეიქმნა. მანქანა 1997-98 წლებით თარიღდება და სპეციალური სერიის მხოლოდ 19 ეგზემპლარი გამოიცა.

shy3wayh4a-1668773149.jpg

1996 Bentley Buccaneer

ფრანგული კომპანია Heuliez 1996 წელს შეიქმნა, რათა სულთნისთვის Bentley Buccaneer შეექმნა. Buccaneer-ს ჰქონდა ჩაშენებული ZH შასი, რომელიც ხშირად ჩანს სულთნის სხვა მანქანებში.

fdsewedwage-1668773170.jpg

Jaguar XJ220

ჯიმ რენდლმა 6.2-ლიტრიანი V12-ის მქონე Jaguar XJ220 1987 წელს შექმნა. McLaren F1-ის გამოშვებამდე, 1990-იან წლებში XJ220 იყო ყველაზე სწრაფი მანქანა მსოფლიოში, რომელიც ასევე სულთნის ავტოფარეხში საპატიო ადგილს იკავებს.

drfgeazhreh-1668773189.jpg

Bentley Phoenix

Bentley Phoenix-თან ერთად, ბოლკიამ ასევე შეუკვეთა ოთხი დამატებითი საბაჟო, უნიკალური ბენტლის წარმოება. ავტოფარეხში ასევე დგას Bentley-ს სხვა მოდელები: Camelot, Imperial, Spectre და Rapier.

ty6j54rski6o-1668773208.jpg

1995 წლის Ferrari FX

სულთნის უდიდესი სურვილი იყო, სპეციალურად მისთვის შეექმნათ Ferrari FX, რაც 1995 წელს განხორციელდა.

FX შეღებილი იყო მუქი ლურჯი ჩრდილში და ამჟამად გამოფენილია მარკონის მუზეუმში.

derh5erj5ur-1668773232.jpg

Ferrari 456 GT Venice

მიუხედავად იმისა, რომ მის კოლექციაში 300-ზე მეტი ფერარია, 456 GT Venice არის განსაკუთრებული მოდელი, რადგან ის სპეციალურად სულთნისთვის შეიქმნა. როგორც Motor Biscuit-მა აღნიშნა, 456 GT კუპეს ბაზაზე მას აქვს 5.5-ლიტრიანი V12 ძრავა.

fhrtesjhu5tju-1668773249.jpg

McLaren F1

სულთანი McLaren-ის დიდი გულშემატკივარია, რადგან ბოლკია ფლობს ამ მანქანის 11 მოდელს. მას კოლექციაში ჰყავს 10 ცალი F1.

მეთერთმეტე McLaren ანსხვავებული ინტერიერითა და ექსტერიერით სპეციალურად მისთვის შეიქმნა. 2022 წლის მარტში მანქანა რესტავრაციისთვის დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა

ht5e4sji5i-1668773267.jpg

Rolls-Royce Phantom VI

1968 წელს გამოშვებული Rolls-Royce Phantom VI სამეფო ოჯახის ოფიციალური ავტომობილი იყო. მოდელი შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა. ბრუნეის სულთანი ძირითადად Phantom VI-ით გადაადგილდება.

fgnhteazjt5-1668773287.jpg

Rolls-Royce

Rolls-Royce არის ძვირადღირებული ბრენდი, რომელიც ბევრს არ ჰყავს. სულთნისთვის განკუთვნილი მოდელის შექმნა რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა.

ოქროს Rolls Royce-ს ღია სახურავით, ხშირად ჩანს ბრუნეის ქუჩებში. ავტომობილის საბურავები და ცხაურიც კი ოქროსგანაა დამზადებული.

degtr4waezhyr4-1668773303.jpg

სულთანის კოლექციის სხვა გამორჩეული მანქანებია Rolls-Royce Majesty, Rolls-Royce Royale, Lamborghini Urraco, Ferrari 250 GTO და მრავალი სხვა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი