DataFest Tbilisi სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის

DataFest Tbilisi-ის მესამე დღეს Rooms Hotel Tbilisi-ის მთავარ სცენაზე ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა მეცნიერებაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის, ინვესტორებისა და ამ საკითხით დაინტერესებული სტუმრებისთვის სპეციალური სესიები გაიმართება.

10:30 - რუდრადებ მიტრა, Omdena, დამფუძნებელი. ‘ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტების მომგებიან ბიზნესად ქცევა’.

ნიკოლოზ მაზანაშვილი, Galt & Taggart, ასოცირებული ბროკერი. ‘მონაცემთა გამოყენება სწორი ინვესტირებისთვის’.

12:30 - მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპების შოუქეისი. მონაწილეობენ: Optio AI, Stori AI, Tao Technology, Novel Visio, Aetis.

15:00 - პანელური დისკუსია ‘ინვესტირება მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სტარტაპებში’. მონაწილეობენ: ამირბეკ შარიპოვი - Sinofy Group-ის თანადამფუძნებელი და ენჯელ ინვესტორი, სერგი გვარჯალაძე - Kettari Foundation-ის განვითარების მთავარი ოფიცერი, ირაკლი ვეკუა - ენჯელ ინვესტორი, სოფო ჭყოიძე - Impel-ის ოპერაციების ვიცეპრეზიდენტი.

ბილეთის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ვებგვერდს - www.datafest.ge/events.

DataFest Tbilisi, მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი, 17 ნოემბერს გაიხსნა და 19 ნოემბერს დასრულდება.

მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით დაესწრებით:

მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა,მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet - არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

მთავარი პარტნიორები: Bank of Georgia, Grant Thornton, Georgia's Innovation & Technology Agency, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

პარტნიორები: AskGov.ge, Tactical Tech, National Endowment for Democracy, Alliance of Democracies, ევროკავშირი საქართველოსთვის, Open Government Partnership, Impel, DataArt, Kettari Foundation.

მხარდამჭერები: Zinc Network, Adjara Group, D Block, CRISP Berlin, Terminal, ბილაინი.

Community პარტნიორები: Tbilisi School of Communication, WiFisher.

დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს www.datafest.ge.