როგორ გამოიყურება ჩერჩილების 800-წლიანი მამული ინგლისში, რომელიც იყიდება

ინგლისში, ბაკინგემშირის საგრაფოში, გასაყიდად გაიტანეს სახლი, რომელსაც 800-წლიანი ისტორია აქვს. ახლანდელი მეპატრონეები ამ უნიკალური შენობისთვის 6.95 მლნ ფუნტი სტერლინგის მიღებას ფიქრობენ.

როგორც ლოტშია მითითებული, სახლის ყველაზე ძველი ნაწილი 1187 წლით თარიღდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ მე-14 საუკუნეში სახლს აღმოსავლეთის, ხოლო მე-15 საუკუნეში დასავლეთის ფრთა მიუშენეს.რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სახლში ცხოვრობდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და ისტორიული მოღვაწეები. სახლის ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მკვიდრი უილიამ მარშალი გახლდათ.

ამის შემდეგ კი სახლის მეპატრონე ჩერჩილების ოჯახი გახდა. მათ სახლს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარეს, გააახლეს სახლის საძირკველი და შიდა და გარე ინტერიერი.

ამბობენ, რომ ჩერჩილი იმდენად აღაფრთოვანა არქიტექტორის ნამუშევარმა და სახლის იერსახემ, რომ არქიტექტორი ჩარტვილში, მისი საყვარელი სახლის სარეკონსტრუქციოდ მიიწვია.ამ ადგილმა, ბაკინგემშირში, დღემდე შეინარჩუნა თავისი ისტორიული ხიბლი. სახლში, დაახლოებით 1,2 ათას კვ.მ.-ზე განთავსებულია 10 საძინებელი, 6 აბაზანა და დიდი მისაღები, რამდენიმე სასადილო და სასტუმრო ზონა. ასევე - დიდი სამზარეულო. აქ არის ასევე სამუშაო ოთახი, სათამაშო ოთახი და ბიბლიოთეკა.

dgherju4i-1668782535.gif

dheyuj4rui-1668782551.gif

swegte4whyu4eu-1668782563.gif

swetguyh74uj-1668782576.gif

swg34uhy3whuj4-1668782588.gif

განაგრძეთ წაკითხვა: