მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, ყველა თვე გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდით - ირაკლი კობახიძე

"მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, არცერთი თვე არ ჩავარდნილა, ყველა თვე გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდით",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

„მშვიდობა, და სიმშვიდე, ეს არის მიღწევა რაც გვაქვს ჩვენ და ამ ყველაფრის შედეგია ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, არცერთი თვე არ ჩავარდნილა, ყველა თვე გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდით. ეს გრძელდება ორი წლის განმავლობაში. შარშანდელი წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და პირველი სამი კვარტლის მონაცემებით გვაქვს 10,2 % -იანი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხდა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.