კანადის მთავრობამ უკრაინას 7,1 მილიონი კანადური დოლარი გადაურიცხა

კანადის მთავრობამ უკრაინას 7,1 მილიონი კანადური დოლარი გადაურიცხა, - ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ ნიკოლსონმა განაცხადა.

კანადელი დიპლომატის თქმით, კანადა ცდილობს უკრაინელ ხალხს მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის მშენებლობაში დაეხმაროს. გადარიცხული თანხიდან 1.2 მილიონი დოლარი უკრაინაში საარჩევნო პროცესში ეუთო-ს მონაწილეობის მხარდასაჭერად დაიხარჯება. 3 მილიონი კი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს გადაერიცხება უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით დაწყებული რეფორმების მხარდასაჭერად, ხოლო 2.9 მილიონ კანადურ დოლარს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი მიიღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და პოლიტიკაში ქალების მხარდაჭერა.