როგორ გამოიყურება ყველაზე ძვირად ღირებული ვილები საზღვარგარეთ, რომლებიც ფუფუნებით გაგაოცებთ

პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არსებობს ისეთი სახლები, აგარაკები თუ ვილები, რომელიც ყველას აოცებს გარეგნული იერსახითა თუ არქიტექტურით. თუმცა არის კიდევ სახლები, რომლებიც შთაბეჭდილებას თავისი ფასით ახდენს, ღირებულებით. ასეთი სახლები ძირითადად ვარსკვლავებს ეკუთვნით, ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს. მოდით, ვნახოთ ზოგიერთი ასეთი სახლი.

მაიკლ ჯორდანის სახლი, ილინოისის შტატი, აშშ

jordan-1668842978.png

ლეგენდარული სპორტსმენის სახლი, რომელიც 15 მლნ დოლარი ღირს, ჩიკაგოს მახლობლად, ილინოისის შტატში მდებარეობს. ეს სახლი უძრავი ქონების ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოიტანეს, მაშინ ის თითქმის ორჯერ მეტი, 29 მლნ დოლარი ღირდა, თუმცა ფასმა დაიკლო. სახლის ფარეხში 14 ავტომობილი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე არის ასევე სატრენაჟორო დარბაზი და სრულფასოვანი საკალათბურთო დარბაზი.

ჯეთი რეზიდენსის აპარტამენტები ნიუ-იორკში, აშშ

jeti-1668843072.jpg

არსებობს ბინებიც, რომელთა ღირებულებაც ასტრონომიულ თანხებს აღწევს.მაგალითად, ჯეთი რეზიდენსში ბინების ფასი 59 მლნ დოლარიც კი არის. ორიგინალური შენობა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მდებარეობს. პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი პიტერ მარინოა. პენტჰაუსი 929 კვ.მ-ია და სამი სართულისგან შედგება.

ჯეიზისა და ბიონსეს სახლი ბელ-ეირში, კალიფორნია, აშშ

bionse-1668843204.png

ცნიბილმა წყვილმა ეს სახლი ხუთი წლის წინ შეიძინა 88 მლნ დოლარად. იმ დროისათვის ეს ბელ-ეირში გაყიდულ ყველაზე ძვირ სახლად ითვლებოდა. ამობობენ, რომ სახლს აქვს 4 აუზი და სრულფასოვანი საკალათბურთო მოედანი.

ლიბანელი ბანკირის ვილა საფრანგეთში

kidev-erti-1668843307.jpg

ეს ვილა კი 750 მლნ. დოლარად არის შეფასებული. გამოირჩევა ფუფუნებითა და მასშტაბებით. სახლში მარტო საძინებელი გახლავთ 14. მრავალი წელია განმავლობაში სახლის მეპატრონე ლიბანური წარმოშობის ბრაზილიელი ბანკირის ცოლია. სახლი ლაჟვარდოვან სანაპიროზე, 202 ათას კვ.მ-ზეა გადაჭიმული. აქ არის სათბური, ვერტმფრენის ზონა, ღია სამზარეულო და აუზი.

დონალდ ტრამპის სახლი, პალმ ბიჩი, აშშ

trampi-1668843395.jpg

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა და მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ეს სახლი 10 მლნ დოლარად შეიძინა. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპი ამ საცხოვრებელს დაუბრუნდა. ამჟამად ტრამპის რეზიდენცია 160 მლნ დოლარადაა შეფასებული.

ვილა ტეულ-სიულ-მერში, საფრანგეთი

8-1668843520.png

გარდა საოცარი ფუფუნებისა ზოგიერთი სახლი დიზაინით გაგაოცებთ. ამის ნათელი მაგალითი ეს ვილაა საფრანგეთი. მისი ფასი 430 მლნ დოლარია. იხილეთ სრულად