რუსეთის თავდასხმების შედეგად 10 მილიონამდე უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მორიგმა ტალღამ 10 მილიონამდე უკრაინელი დატოვა ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

CNN-ის თანახმად, მიმდინარე კვირას ქვეყანაში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა, რამაც კიდევ უფრო გაართულა დაზიანებული გადამცემი ქსელის აღდგენა.

"ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლების გამო ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც მიწოდება უკვე აღდგენილია 15 ნოემბრის თავდამსხმების შემდეგ", - წერს უკრაინის ენერგეტიკული კომპანია Ukrenergo.

კომპანიის თანახმად, ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის მოხმარება გარკვეულ ადგილებში უკვე შეიზღუდა.

მიმდინარე კვირაში თავდასხმები უკრაინის რამდენიმე ქალაქზე და მათ შორის, დედაქალაქ კიევზე განხორციელდა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანია დაშავებული.

კახი ჩაკვეტაძე