თბილისის 3 ყველაზე მოთხოვნადი უბანი

სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.

დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია შემცირებულია. ლარის დევალვაციის ფონზე, ბინის მყიდველები ბანკებიდან სესხის აღებისგან მეტწილად თავს იკავებენ, თუმცა მათ, ვინც მაინც რისკავს ბანკთან ურთიერთობას, სესხი ხშირ შემთხვევაში არ უმტკიცდება. როგორც განცხადებების პორტალის, Saqme.ge-ს განვითარების მენეჯერი ნიკა ჯაფარიძე აცხადებს, დღესდღეობით უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია.

"ვალუტის კურსის ცვლილებამ დღეს შექმნა ის ვითარება, რომ ვისაც სჭირდება ბინის გაყიდვა, ის მისთვის სასურველ ფასად ვეღარ ყიდის. რეალურად, ყიდის უფრო ნაკლებად, ვიდრე შეფასებული აქვს. ფაქტია, რომ ფასმა დაიწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა. იმის გამო, რომ ეკონომიკური კრიზისია, უჭირს ადამიანს გარისკვა და სესხის გამოტანა. კაცმა არ იცის, მერე რა ვალებში ჩავარდება. თუ ვიღაც მაინც ყიდულობს ბინას, წინა წლებთან შედარებით, ახლა ფასი ნაკლებია", - განაცხადა ნიკა ჯაფარიძემ.

Saqme.ge-ს მონაცემებით, მიუხედავად შემცირებული გაყიდვებისა, დღეს, ისევე, როგორც სხვა პერიოდებში, ყველაზე მოთხოვნადი უბნის სტატუსს საბურთალო ინარჩუნებს. ყველაზე მოთხოვნადი სამი ადგილი უბნების მიხედვით კი ასე გადანაწილდა:

1 საბურთალო

2 გლდანი

3 ვარკეთილი

რაც შეეხება ბინების გაქირავების კუთხით ყველაზე მოთხოვნად უბნებს, Saqme.ge-ს მონაცემებით, ასეთია:

1 საბურთალო

2 ვაკე

3 დიდუბე-ჩუღურეთი.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE