კატარი, რუსეთი, ბრაზილია ... რა დაუჯდათ ქვეყნებს ფეხბურთის მხოფლიო ჩემპიონატის ჩატარება

2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 20 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდება. ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც არაბულ სამყაროში ტარდება. ტურნირში მონაწილეობას იღებს 32 ქვეყანა. თამაშები 5 ქალაქში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ძვირად ღირებული საქმეა. საკულტო ტურნირის მასპინძლობასთან დაკავშირებული ხარჯები 1994 წლიდან დიდწილად ზრდის ტენდენციას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ 1994 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი, სავარაუდოდ, 500 მილიონი დოლარი დაჯდა, ხარჯები სპირალურად გაიზარდა. იაპონიაში 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 7 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, როდესაც ბრაზილია უმასპინძლა ტურნირს 2014 წელს და ხარჯმა 15 მლრდ-ი შეადგინა.

დღემდე ყველაზე ძვირი კი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც გუშინ კატარში დაიწყო. ტურნირის სავარაუდო ღირებულება 220 მილიარდ დოლარს შეადგენს. მსოფლიო ჩემპიონატი წელს პირველად იმართება ზაფხულის ნაცვლად შემოდგომის მიწურულს, მიზეზი ქვეყნის კლიმატია. კატარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალია, ნალექიც იშვიათია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტადიონების მშენებლობასთან და/ან არსებული სტადიონების განახლებასთან დაკავშირებული ხარჯები მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკმაო ნაწილს შეადგენს, კატარში სტადიონის ხარჯები 6,5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დანარჩენი 210 მილიარდი აშშ დოლარი მსოფლიო ჩემპიონატზე დახარჯულია ქვეყნის უფრო ფართო განვითარების 2030 გეგმისთვის. რომლითაც კატარი ცდილობს არაბული ერის გლობალურ ინოვაციურ ცენტრად გარდაქმნას უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, მათ შორის აეროპორტებითა და დახვეწილი მიწისქვეშა ზონებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მრავალი წინააღმდეგობა გაჩნდა. The Guardian-მა გამოავლინა, რომ ამ სტადიონების აშენებისას 6500-მდე მიგრანტი მუშა დაიღუპა.

katar-1669014219.jpg

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ხარჯები ასე გამოიყურება :

კატარი 2022 - 220 მლრდ დოლარი

რუსეთი 2018 - 11.6 მლრდ დოლარი

ბრაზილია 2014 - 15 მლრდ დოლარი

სამხრეთ აფრიკა 2010 - 3.6 მლრდ დოლარი

გერმანია 2006 - 4.3 მლრდ დოლარი

იაპონია 2002 - 7 მლრდ დოლარი

საფრანგეთი 1998 - 2.3 მლრდ დოლარი

აშშ 1994 - 0.5 მლრდ დოლარი

თამარ მუკბანიანი