ნოდარ ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე დაწოლა არ ექნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე დაწოლა არ ექნება.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორია პროგნოზი, როგორი იქნება გაზაფხული და იქნება თუ არა ლარი სტაბილური. "შემიძლია ერთი რამე გითხრათ, საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე დაწოლა არ ექნება. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ გამოიწვევს კურსის ცვალებადობას", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი რბილი ავეჯის შეძენის თემასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რბილი ავეჯი იქნება შეძენილი, თუ ის აუცილებელია ფუნქციონირებისთვის.