დაბა ბაკურიანში, წაქაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაკურიანში, წაქაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ჯამში, 440 მეტრ სიგრძეზე არმირებული ბეტონის საფარი დაიგო და გზის რეაბილიტაციისთვის 348 946 ლარი გამოყო.

სამუშაოები შპს „ბილტმორმა“ შეასრულა. მიმდინარე წელს შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ სადგერში, ყვიბისში, ცემში, საკირეში, ვარდგინეთში, ბეშეთში და ტბაზე დასრულდა.

ამასთან, მოლითში, სადგერში და დგვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.