რუსთვში მცხოვრებმა ოჯახმა ლოტოში 34 622 ლარი მოიგო! - მთლიანობაში ლატარიაში გასულ კვირას მოგებულია 368 460 ლარი!

გასული კვირა განსაკუთრებით იღბლიანი რუსთავში მცხოვრები მარინა ჭუმბურიძის ოჯახისთვის აღმოჩნდა, მათ ლატარიის კომპანიისგან ლოტო ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ მოგებული 34 622 ლარი ჩაერიცხათ.

მარინა ჭუმბურიძემ ლოტოში 34 622 ლარი 11 ნოემბრის გათამაშებაში მოიგო, მოგების ამბავს ემოციების გარეშე გარეშე ვერ იხსენებს.

,,სიხარულთან ერთად ძალიან ავნერვიულდი, რაღაცნაირი წინააღნდეგობრივი გრძნობა მქონდა, თუმცა ყველას ვუსურვე ამ ბედნიერების განცდას’’ -ამბობს მარინე ჭუმურიძე, რომლსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მიაჩნია, რომ პირველი ლატარია ცხოვრებაში, მაშინ მოიგო, როდესაც მეუღლე გაიცნო და მასთან ერთად არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა.

მომგებიანი ბილეთის შეძენისას რიცხვები სწორედ შვილმა უკარნახა და 13 წლის ანასტასიას ნაკარნახევი რიცხვებით ოჯახი 34 622 ლარით გამდიდრდა. ლოტოში მოგებული ფულით ოჯახი მანქანის შეძენას და ბავშვებისთვის კომპიუტერის ჩუქებას გეგმავს, რითაც მარინა ჭუმბურიძის ოჯახი დიდი ხნის სანუკვარ სურვილებს აისრულებს, ის ყველას ლოტოს თამაშს ურჩევს და მოგებასაც უსურვებს.

ogp-6868-copy-1669023391.jpg

NS