Politico ევროპასა და ამერიკას შორის სავაჭრო ომს პროგნოზირებს

ევროპა სერიოზულად ემზადება იმისათვის, რომ უპასუხოს ამერიკას 1-ელ იანვარს ასამოქმედებელი კანონის გამო, რომელიც მიმართულია შტატებში ინფლაციის შესამსუბუქებლად, ამ ზომებმა კი შეიძლება ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომი გამოიწვიოს - წერს ამერიკული გამოცემა Politico.

ევროპა ჯამში და კერძოდ გერმანია იმედგაცრუებულები არიან, რომ ვაშინგტონი მათ არ სთავაზობს „სამშვიდობო შეთანხმებას“. „ევროპის შიშები დაკავშირებულია ამერიკულ სუბსიდიების და საშეღავათო პაკეტთან, რომელიც ითვალისწინებს 369 მლრდ დოლარის გამოყოფას „მწვანე“ ბიზნესის მხარდაჭერისთვის, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება“, - წერს გამცოემა.

როგორც ცნობილია, მიმიდინარე წლის აგვისტოში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს ინფლაციის შემცირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას და შეღავათებს მწვანე ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.

Politico წერს, რომ ევროპელების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვაშინგტონის სქემა უბიძგებს კომპანიებს ევროპიდან ამერიკაში ინვესტიციების გადატანისკენ და მომხარებლებს მოუწოდებს „შეიძინონ ამერიკული“, მაშინ როცა საქმე შეეხება ელექტრომობილებს - „სწორედ ეს აცოფებს ევროპელ ავტომწამროებლებს“, - დასძენს გაზეთი.

მათივე ცნობით, გერმანია ღია პანიკის სტადიასთან ახლოსაა, ვინაიდან ცალკეული მისი მსხვილი კომპანიები ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის გამო სხვა ქვეყნებში ინვესტირებას ცდილობენ.

„თუ ეს დაპირისპირება ახლა კონტროლიდან გავა, ეს გამოიწვევს სავაჭრო ომს და გაამძაფრებს ევროპელების რეაქციას. საპასუხო ნაბიჯად კი ევროპელებმა შესაძლოა, მხოლოდ მსო-ში იჩივლონ, რაც სიმბოლური პროტესტი იქნება, თუმცა ის შეიძლება გადაიზარდოს სატარიფო დაპირისპირებაში „თვალი თვალის, წილ კბილი კბილის წილ“, როგორიც იყო ეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს“, - წერია პუბლიკაციაში

ღია სატარიფო ომის გარდა ევროპაში სულ უფრო ხშირად საუბრიობენ ვარიანტზე, რომელიც გადახედავს თავისუფალი ვაჭრობის კლასიკურ თამაშის წესებს ვაშინგტონთან და დაიწყებს საკუთარი პირობებით თამაშს. ეს ითვალისწინებს სახელმწიფო ინვესტიციებს ევროპულ მრეწველობაში, რათა აქტიურად განვითარდეს ისეთი სექტორები, როგორიცაა მზის პანელების, აკუმუალტორების და წყალბადის ტექნოლოგიების წარმოება - აღნიშნავს გაზეთი.

მასალის ბოლოს Politico წერს, რომ ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს დრო შერიგებისთვის, რომლის ვადაც იწურება.

კოკა კვირკველია