საქართველოდან რუსეთსა და თურქეთში რეექსპორტი გაორმაგდა, სომხეთში კი გასამმაგდა - რა გადის  სამეზობლოში

საქართველოდან რუსეთსა და თურქეთში რეექსპორტი გაორმაგდა, სომხეთში კი, თითქმის, გასამმაგდა. ამასთან, რეექსპორტი გაიზარდა აზერბაიჯანშიც. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე 84,850 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 41,170 მლნ აშშ დოლარის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, თურქეთში წელს იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, 29,870 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 10 თვეში - 13,986 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, 2022 წლის ამავე საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში რეექსპორტზე 417,573 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, წინა წლის 10 თვეში - 353,276 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება სომხეთს, წელს იანვარ-ოქტომბერში 274,545 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 94,798 მლნ აშშ დოლარის.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც წელს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა.

რუსეთი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 55,276 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 8,920 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 6,096 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2,177 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,512 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი:

  • ფეროშენადნობები - 4,375 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები მოლიბდენის - 3,981 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 2,624 მნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატები სხვა - 2,494 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 2,403 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 245,133 მლნ აშშ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 21,382 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 16,796 მლნ აშშ დოლარი
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 16,367 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 14,920 მლნ აშშ დოლარი

სომხეთი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 84,230 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 15,808 მლნ აშშ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 7,452 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7,268 მლნ აშშ დოლარი
  • ნართი სინთეზური ბოჭკოებისაგან, საცალო გაყიდვისათვის დაუფასოებელი - 5,940 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური