WSJ: ევროპული კომპანიები გათხევადებული გაზის შესაძენად კონტრაქტებს აფორმებენ

ცალეკული ევროპული კომპანიები ცდილობენ, რომ გათხევადებული გაზის მწარმოებლებთან გრძელვადიან მიწოდებაზე მოლაპარაკებები აწარმოონ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრნდობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის გაზსაცავები ამ დროისთვის 95%-ით არის გავსებული და ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კონტინენტს შეუძლია მიმდინარე ზამთარს თავი აარიდოს ენერგეტიკულ კოლაფსს. თუმცა ბევრი თვლის, რომ ევროპელებისთვის გაზის შეძენა ამ ზამთრისთვის უფრო გართულდება, ვინაიდან მათი უმეტესობა უკვე ჩახსნილია რუსულ გაზსს, ხოლო გლობალური კონკურენცია გათხევადებულ გაზზე სულ უფრო მძაფრდება.

ექსპერტების პროგნოზით, 2026 წლამდე თხევადი გაზის მიწოდება მცირედით გაიზრდება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ბევრი კომპანია შეწუხებულია დეკადის მეორე ნახევრისთვის ენერგიის უკმარისობით და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყეს ამერიკელ და სხვა მომწოდებლებთან მოლაპარაკებები უკვე 2025 წლის შემდგომ წლებში გათხევადებული გაზის სტაბილურ მიწოდებაზე.

ამ მოლაპარაკებებს კი ართულებს ის ფაქტი, რომ ბევრი ევროპული კომპანია ცდილობს გააფორმოს კონტრაქტები 5-10 წელიწადზე, ზოგიერთები კი არ არიან დაინტერესებული ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმებით. როგორც ცნობილია, გერმანიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს მინიმუმამდე შეამცირონ ბუნებრივი წიაღისეულიდან მოპოვებული ენერგიის მოხმარება, აქედან გამომდინარე ნაწილი შიშობს, რომ ამ მოცულობის ბუნებრივი აირი უბრალოდ, საჭირო არ იქნება - წერს გამოცემა.

კოკა კვირკველია