ლევან დავითაშვილი - ბატონი ბიძინა ოლიგარქი არ არის - კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი

ბატონი ბიძინა ოლიგარქი არ არის,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც შესაბამის კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონში განისაზღვრება, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი.

„ამ კანონში [დეოლიგარქიზაციის] ოლიგარქის განმარტება იქნება ძალიან მკაფიოდ. კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი. კანონში აღსრულების მექანიზმებიც იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, დაველოდოთ პროცესს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.