რა ზეგავლენა აქვს სურნელს ბიზნესში და როგორ აღუძრავს ის მომხმარებელს შეძენის სურვილს?

გაზრდილი კონკურენციის პირობებში, მომხმარებლისთვის იდეალური გამოცდილების შესაქმნელად დახვეწილი ინტერიერი, თავაზიანი პერსონალი, საინტერესო აქციები და მარკეტინგის სხვა ტრადიციული საშუალებები ბიზნესს საკმარისად ეფექტიანად აღარ ეჩვენება. ამიტომ ბოლო წლებში აქტიურად ეძებს დამატებით საშუალებებს, რაც ცნობადობის გაზრდასა და მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს საკვები, ადგილები, პიროვნებები, მოვლენები ყნოსვით უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე თვალით და არომა მარკეტინგმაც პოპულარობა სწორედ ასე მოიპოვა. დადასტურებულია, რომ სურნელის დახმარებით გაყიდვები 13-15%-ით იზრდება.

წლების წინ სტომატოლოგიურ კლინიკაში შესულ პაციენტს სამკურნალო საშუალებების სუნი დაძაბულობას უორმაგებდა და ამის გამო ჩატარებული პროცედურა მისთვის უფრო უსიამოვნო ხდებოდა. დღეს კი სპეციალურად ამგვარი დაწესებულებებისთვის შექმნილი არომატები თრგუნავს „კლინიკის სუნს“, დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე და სამედიცინო პროცედურები ნაკლებად მტკივნეულად ეჩვენება.

315948922-537516827896433-6262511923910464484-n-1669097230.jpg

მარკეტინგის ამგვარ ხერხს უკვე საქართველოშიც აქტიურად იყენებენ. ბაზრის ლიდერ კომპანია „არომაკოს“ მათი საქმიანობისთვის შესაბამისი სურნელის შესაქმნელად უკვე 500-მდე კომპანია მიმართავს.

როგორ მოქმედებს მომხმარებლის განწყობაზე სურნელი და რა ძალა აქვს არომა მარკეტინგს ბიზნესში, ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსი“ „არომაკოს“ დირექტორს ნინო რობაქიძეს ესაუბრა:

316274589-1338141953657614-1951322452888118954-n-1669097259.jpg

საინტერესოა, როგორ მუშაობს არომა მარკეტინგი და რატომ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტმა კომპანიამ მისი გამოყენება?

სპეციალურად საქმიანობის სფეროს მიხედვით შექმნილი სურნელი მომხმარებელში სხვადასხვაგვარ განცდას აღძრავს. მაგალითად, სანაყინე ობიექტთან ჩავლისას შეიძლება მიიზიდოს ვანილის ტკბილმა და მადისაღმძვრელმა სურნელმა და ამის გამო მისი ხშირი მომხმარებელიც გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას საკონდიტროზე, საიდანაც ჩვენი არომატების დახმარებით, კრუასანის, დარიჩინისა და ყავის სურნელსაც იგრძნობთ.

არომა მარკეტინგი უკვე ათეული წლებია, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება. ჩვენს მეზობელ თურქეთშიც უკვე დიდი ხანია, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩვეულებრივი სასურსათო მარკეტებიც კი მომხმარებლის დასაყოვნებლად დამახასიათებელ სურნელს აფრქვევენ სივრცეში.

რაც შეეხება საქართველოს, თავდაპირველად მისი გამოყენება სასტუმროებმა დაიწყეს და პოზიტიური უკუკავშირიც მიიღეს. დამახასიათებელი სურნელის გამო სტუმარს ეუფლება განცდა, რომ სიმყუდროვეში, სისუფთავესა და სიმშვიდეში შემოაბიჯა. ისეთი ნოტებიც კი არსებობს რომლებიც ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული და ხშირად მსგავს სურნელს სასტუმრო იყენებს ხოლმე. თუ მსგავსი სურნელი სტუმარმა სხვაგანაც შეიგრძნო, გაახსენდება ადგილი, სადაც ადრე ისვენებდა და ამის გამო ალბათობა იმისა,რომ კვლავ ესტუმროს იზრდება.

ჩვენი კომპანიის დაფუძნებას მალევე მოჰყვა პანდემიური პერიოდი, რის გამოც მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, თუმცა რეგულაციების მოხსნიდან მალევე ინტერესი გამოთქვეს კლინიკებმა, აფთიაქებმა, სავაჭრო მოლებმა, საკონდიტროებმა, საცხოვრებელმა კომპლექსებმა და ჩვენი სერვისის მომხმარებელი მკვეთრად გაიზარდა.

საინტერესოა, როგორ არჩევთ სურნელს სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით და რას ითვალისწინებთ ამ დროს?

ყველა სფეროს თავისი შესაბამისი სურნელი სჭირდება. მაგალითად, კლინიკასა და სასტუმროში ერთნაირ ნოტებს ვერ გამოიყენებ, რადგან არ იქნება ეფექტიანი. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტების მენეჯერები, რომლებმაც სპეციალური გადამზადება და ტრენინგები გაიარეს არომა მარკეტინგის სფეროში და სისტემატურად გადიან, სტუმრობენ ობიექტებს, შეისწავლიან გარემოს და ამის მიხედვით არჩევენ რამდენიმე არომატს, ხოლო ტექნიკური ჯგუფი საზღვრავს მისი გამოფრქვევის ინტენსივობას და ინსტალაციის ადგილს.

ყოველთვის ვეცნობით თანამედროვე კვლევებს და ახალი მიგნებების მიხედვით ვმოქმედებთ. ერთ-ერთი ასეთი კვლევის თანახმად, როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში ყიდულობს მაისურს, სურნელი მას უჩენს შეგრძნებას, რომ გაცილებით ძვირადღირებული პროდუქტი შეიძინა, ვიდრე ის შეიძლება რეალურად იყოს. ამისათვის კი სპეციალური ნოტები გამოიყენება.

სპა სალონებში ვიყენებთ სურნელს, რომელიც სტუმარს განტვირთვაში ეხმარება და მასაჟის შემდეგ უფრო სასიამოვნოდ გრძნობს თავს. თუ აფთიაქსა და კლინიკაში შესულს სამკურნალო საშუალებებისთვის დამახასიათებელი სუნი არ შეგაწუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მის დასათრგუნად სპეციალური არომატია გამოყენებული, რომელმაც შეიძლება ასევე დაგამშვიდოთ კიდეც.

აქტიურად ვთანამშრომლობთ სავაჭრო ცენტრებთანაც, სადაც ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავუჩინოთ მოტივაცია, მეტ მაღაზიას ესტუმროს და მისი დაყოვნების დრო დაგეგმილზე მეტი იყოს.

315885658-1012474346821290-6213953102839118742-n-1669097333.png

მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილი რომელი კომპანიები იყენებენ სპეციალურ სურნელს თავიანთ სივრცეებში?

ჩვენთან თანამშრომლობს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია საქართველოში, იქნება ეს „ევექსის“ კლინიკების ქსელი, გაგუასა და თოდუას კლინიკები, პსპ, „აქსის თაუერსი“, „თაიმის“ მაღაზიათა ქსელი, „ატრიო“, „არმანი“ „გალერია თბილისი“, საჯარო რეესტრი, „ტერმინალი“, ფიტნეს ცენტრი „ვორლდქლასი“, „თეგეტა მოტორსი“, „ამბოლი“, „კრედო ბანკი“, სასტუმრო „შერატონი“, „ლოპოტა სპა & რეზორტი“ , სასტუმრო „პარაგრაფი“ , „ალიანსი“, „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „ანაგი“, „პური გულიანი“ და სხვა.

ყველა მათგანისთვის სურნელი ინდივიდუალურად გვაქვს შერჩეული და პროექტის მენეჯერი მუდმივად ზრუნავს მათ გარემოში სასიამოვნო სურნელზე.

ქმნით თუ არა ნიშურ სურნელს კონკრეტული კომპანიისთვის და როგორია მასზე მუშაობის პროცესი?

საქართველოში რამდენიმე კომპანიისთვის ნიშური სურნელი უკვე შევქმენით. ჩვენი მენეჯერები თავდაპირველად შეისწავლიან კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკას, შემდეგ შეკვეთა იგზავნება ისრაელში, სადაც პროფესიონალები იწყებენ რამდენიმე არომატზე მუშაობას. საბოლოოდ სურნელს დამკვეთი კომპანია თავად არჩევს. ჩვენ პარტნიორ კომპანიებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ არ შეცვალონ მათთვის დამახასიათებელი არომატი, რადგან მომხმარებლის მეხსიერებაში ის უკვე აღბეჭდილია და ასოცირდება მათ ბრენდთან.

დაბოლოს, საინტერესოა, რამდენად უსაფრთხო და ჯანსაღია მასალები, რომლებიც არომატის შესაქმნელად გამოიყენება და არსებობს თუ არა ხარისხის სტანდარტი, რომელსაც მუდმივად იცავთ?

ყველა ეთერზეთი, რომელსაც ვიყენებთ, შექმნილია ნატურალური ინგრედიენტებით, მაგალითად, ვანილი, მუშკი, ამბერი, ლავანდა, წყალმცენარეები და სხვა. ეთერზეთები გაჯერებულია პრობიოტიკებით, რაც განსაზღვრავს მათ ანტიალერგიულობას და სიჯანსაღეს. არის ლაბორატორიულად შემოწმებული და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო. ჩვენი არომატები იმდენად უსაფრთხოა, რომ სამშობიარო სახლებშიც კი გამოიყენება.

NS