ევროპარლამენტი უკრაინას 1.8 მლრდ ევროს გამოუყოფს

ევროპარლამენტი უკრაინისათვის მაკრო-ფინანსური დახმარების სახით, 1.8 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. გამოყოფილი თანხა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას და დაგეგმილი რეფორმების გატარებას მოხმარდება. ევროპარლამენტმა უკრაინას თანხის მიღების სანაცვლოდ გარკვეული პირობებიც წაუყენა. კერძოდ, კიევმა უნდა უზრუნველყოს ეფექტური დემოკრატიულ მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ პირობების შესრულებას მონიტორინგს ევროკომისია და საგარეო უწყება გაუწევს.

უკრაინისათვის ფინანსური დახმარების შესახებ მსჯელობა გასულ თვეს დაიწყო. საკითხის განხილვის დროს კიევისთვის ფინანსური დახმარების გადაცემას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.