Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7142 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7142 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7142 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 21 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7178 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7814 ლარია.