„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4-ის მძღოლები სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას შეძლებენ

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, „ტოიოტას“ 5 მოდელისთვის - C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4 - ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის მომსახურებაზე განსაკუთრებული ფასი ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, „ტოიოტას“ ზემოთ აღნიშნული მოდელების მფლობელი ფიზიკური პირები, სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურების მიღებას განსაკუთრებუოლ ფასად - 150 ლარად შეძლებენ.

მისივე განმარტებით, ძრავის ძველი ზეთისა და ფილტრის ორიგინალი ვერსიებით დროულად ჩანაცვლება ავტომობილის უსაფრთხო, ეკონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს და მის საესპლუატაციო ვადას ახანგრძლივებს.

როგორც თინათინ მაკარიძე აცხადებს, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის და ორიგინალი წარმოებისაა.

მომხმარებელს, რომელიც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას გადაწყვეტს, ტექნიკური მომსახურების ლოდინის გარეშე მისაღებად, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ ჩაეწეროს სერვისზე, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

2-toyota-tbilisi-offer-zeti-piltri-1669109334.png

NS