"ჰუალინგ ჯგუფის" სასტუმრო საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლდა

"ჰუალინგ ჯგუფის" სასტუმრო, რომელიც ოლიმპიური ობიექტის ტერიტორიაზე შენდება, ამ სასტუმროს ავეჯი და მაკომპლექტებელი მასალები დღგ-სა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით, გადასახადებისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.

"საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, რომელიც გაფორმებულია "ჰუალინგ ჯგუფსა" და სახელმწიფოს შორის, ასევე მესამე მხარე არის თბილისის მერია, გათვალისწინებულია ის, რომ სასტუმრო, რომელიც ოლიმპიური ობიექტის ტერიტორიაზე შენდება, სასტუმროს ავეჯი და მაკოპლექტებელი მასალები ამ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებული იქნას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და იმპორტის გადასახადით დაბეგვრისგან. აღნიშნულ საკითხზე მოგვმართა "ჰუალინგ ჯგუფმა", რათა საკითხი დაგვეყენებინა მთავრობის სხდომაზე და მთავრობამ გაათავისუფლა ის იმ გადასახადებისგან, რაც საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული", -განაცხადა ნარმანიამ.