FTX-ის შემდეგ Genesis - კიდევ ერთი კრიპტოპლატფორმა გაკოტრების საფრთხის წინაშეა

კრიპტოსამყაროში არეულობა არ იკლებს. ამჟამად გაკოტრების საფრთხის წინაშე კომპანია Genesis Global-ია, რომელიც ერთგვარი ბანკის ფუნქციას ასრულებს კრიპტოინდუსტრიაში. ფირმამ უკვე განუცხადა ინვესტორებს, რომ თუ 1 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზებას ვერ შეძლებს, გაკოტრების გამოცხადება მოუწევს.

Genesis-ის ლიკვიდურობის კრიზისის მიზეზი ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის მოულოდნელი ჩამოშლაა, რომლის სავაჭრო ანგარიშზეც კომპანიას 175 მილიონი დოლარი ჰქონდა განთავსებული.

Genesis კრიპტოსამყაროს სტაბილურობის ერთ-ერთ საზომად ითვლება და მისი პრობლემები მთლიანი ინდუსტრიის მდგომარეობასაც ასახავს. შესაბამისად, კრიზისი ერთი კომპანიიდან მეორეზე სწრაფად და ჯაჭვურად ვრცელდება.

თავდაპირველად, FTX-ის შეძენას Binance აპირებდა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და უმსხვილესი კრიპტობირჟის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების გამო გადაიფიქრეს.გაკოტრების შემდეგ FTX-ის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა.

ეს ამბები ნეგატიურად აისახა კრიპტოვალუტების ფასებზე და მათი საბაზრო კაპიტალიზაცია სულ უფრო მცირდება. უმსხვილესი ციფრული ვალუტის, Bitcoin-ის ღირებულება ამჟამად 2-წლიან მინიმუმამდე, 15,749 აშშ დოლარამდეა შემცირებული.

კახი ჩაკვეტაძე