გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ ასფალტის საფარის მოწყობისსამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია - პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე. „სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მძღოლებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.